DACOMO LLC | W I N T E N T
5050
portfolio_page-template-default,single,single-portfolio_page,postid-5050,single-format-standard,ajax_updown_fade,page_not_loaded,
title

მოძრავი ტენტები

 

W I N T E N T

wintent

დახასიათება

„ვინტენტი“ – საიმედო დაჩრდილვა და არა დაბნელება დელიკატური და პრაქტიკული გადაწყვეტა, რათა საიმედოდ დავიცვათ სახლები, ვილები, მაღაზიები მზის მწველი სხივებისგან. ვერტიკალურად მოძრავი გასაშლელი ტენტი 0-დან 180 გრადუსამდე იშლება, რაც საშუალებას გვაძლევს მზის სხივების სასურველი რაოდენობა შემოვუშვათ ოთახში.

„ვინტენტ“-ს გააჩნია კომპაქტური კასეტური სისტემა, რომელიც ქსოვილს და ტენტის მექანიზმს იცავს გარე ზემოქმედებისგან. ტენტის მკლავებს შესაძლებელია გააჩნდეს როგორც სწორი, ასევე მორკალული ფორმა, ხოლო მათში მოთავსებული ძლიერი ზამბარები საიმედოდ ჭიმავს ქსოვილს ტენტის თუნდაც ოდნავი გაშლისას.

ქსოვილი

უმაღლესი ხარისხის ესპანური და იტალიური წარმოების ქსოვილი წყალგაუმტარია, ცეცხლის მიმართ მდგრადია(არ ვრცელდება მთელ ქსოვილზე), შეიცავს აკრილის მინარევს და უნიკალური ქიმიური შემადგენლობის ხარჯზე არ ხუნდება, არ იცვლის ფერს, არ ობდება და არ ლპება მრავალი წლის განმავლობაში.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ქსოვილების მრავალფეროვანი კოლექცია თავისუფალი არჩევანის საშუალებას იძლევა და შესაბამისად შერჩეული მოდელის ტენტიც მაქსიმალურად არის შესაძლებელი ზუსტად მიუსადაგოთ ექსტერიერს.

მართვის სისტემა

ტენტის მართვა შესაძლებელია როგორც მექანიკურად(ხელით), ასევე ელექტრო ძრავის საშუალებით, რომლის მართვაც ხდება დისტანციური პულტის ან ღილაკის გამოყენებით. მილისებრი ძრავი ტენტის მილშია მოთავსებული, რომელზედაც ხდება ქსოვილის დახვევა, შესაბამისად იგი არ საჭიროებს დასამონტაჟებლად დამატებით ადგილს და არც ტენტს უკარგავს ესთეტიურობას, რადგანაც საერთოდ არ ჩანს.

„ვინტენტ“-ს შესაძლებელია დაუყენდეს მზის და/ან ქარის სენსორები, რომლებიც პროგრამირების შედეგად მას ავტომატურად გაშლისა და აკეცვის ფუნქციებს მატებს.

Download Catalog