DACOMO LLC | S M O O T H
4976
portfolio_page-template-default,single,single-portfolio_page,postid-4976,single-format-standard,ajax_updown_fade,page_not_loaded,
title

პერგოლა

 

S M O O T H

smooth

დახასიათება

მოძრავი გადახურვის სისტემა, რომელიც მაქსიმუმ 10 მეტრზე იშლება და მოძრაობს სპეციალურ  პროფილებში რომელთა ზომა 110მმ*160მმ-ია. პერგოლას წინა ჟოლობი ინტეგრირებული აქვს.

მოდელი SMOOTH ერთადერთი პერგოლაა მსოფლიოში, რომელიც 12 მეტრზე იშლება. მის პროფილებს გააჩნია წყლისგან დამცავი სპეციალური გვერდითი არხები. მისი სიგანე მაქსიმუმ 13 მეტრს შეადგენს, მაგრამ ორი ან რამდენიმე სისტემის გადაბმის შედეგად შესაძლებელია უზარმაზარი სივრცის ისე დაფარვა, რომ გადაბმის ადგილებში უზრუნველყოფილი იქნება 100%-იანი წყალგაუმტარობა. SMOOTH-ის დრენაჟის სისტემა მოწყობილია იმდაგვარად, რომ მარტივად გაუმკლავდეს ყველაზე ძლიერ წვიმებსაც კი.

ნაჭერი

გერმანიაში დამზადებული, ცეცხლგამძლე და 100%-ით წყალგაუმტარი არქიტექტურული მემბრანების ნაჭრები შესაძლებელია იყოს სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა გამჭვირვალობის და ამასთან უზრუნველყოფდეს სტაბილურობას და ტემპერატურულ მდგრადობას, ნესტის და ჭუჭყის ამტანობას. ნაჭერი არ იწელება და დროთა განმავლობაში არ განიცდის დეფორმაციას, ხოლო აკრილის დაფარვა მისი მარტივად გაწმენდის საშუალებას იძლევა.

მართვის სისტემა

მოწინავე ევროპული ტექნოლოგიის გამოყენებით დისტანციურად მართვადი ავტომატიკა და ძრავების სისტემა უზრუნველყოფს პერგოლას თანაბარ და სწრაფ ოპერირებას. F3 სლაიდერები(თითოეულს 8 გორგოლაჭი აქვს და უძლებს 600კგ-მდე დატვირთვას) და უჟანგავი ფოლადის კაბელებით გამაგრებული ღვედები უძლებენ დატვირთვას, რომელსაც 966კგ-ის გაწევა შეუძლია. სწორედ ამიტომ პერგოლას 6 გრადუსიანი დახრის შემთხვევაშიც ნაჭერი ისეა დაჭიმული, რომ მასზე წყლის გაჩერება ფიზიკურად შეუძლებელია.

პერგოლა შესაძლებელია აღიჭურვოს უმაღლესი ხარისხის LED განათებით, რომლის მართვაც ასევე დისტანციურად ხდება და განათების სიძლიერის მომატებით ან დაკლებით შესაძლებელია პერგოლას გარემოსთან და სიტუაციასთან მაქსიმალური შეხამება.

Download Catalog