DACOMO LLC | S M A R T
5044
portfolio_page-template-default,single,single-portfolio_page,postid-5044,single-format-standard,ajax_updown_fade,page_not_loaded,
title

მოძრავი ტენტები

 

S M A R T

smart

დახასიათება

„ჭკვიანი“ გასაშლელი ტენტი „სმარტ“ ფუნქციონალური თვისებების და ესთეტიურობის გამო ყველაზე გამორჩეულად ითვლება თავისი კლასის ტენტებში. „სმარტ“-ის დახრის კუთხის კონტროლის მექანიზმი საშუალებას იძლევა მარტივად შეუცვალოთ ტენტს დახრა პროფესიონალი სპეციალისტის გამოძახების გარეშე.

„სმარტ“-ს გააჩნია ძალზედ საინტერესო ფუნქცია – „ჩრდილი +“, რაც ტენტის შუბლის სტანდარტული სიმაღლის სურვილისამებრ დაგრძელებას ითვალისწინებს. „ჩრდილი +“-ის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ფარდასავით ჩამოაფაროთ ტენტის შუბლი და საიმედოდ დაიცვათ საკუთარი თავი და გარემო მზის მცხუნვარე სხივებისგან.

ქსოვილი

უმაღლესი ხარისხის ესპანური და იტალიური წარმოების ქსოვილი წყალგაუმტარია, ცეცხლის მიმართ მდგრადია(არ ვრცელდება მთელ ქსოვილზე), შეიცავს აკრილის მინარევს და უნიკალური ქიმიური შემადგენლობის ხარჯზე არ ხუნდება, არ იცვლის ფერს, არ ობდება და არ ლპება მრავალი წლის განმავლობაში.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ქსოვილების მრავალფეროვანი კოლექცია თავისუფალი არჩევანის საშუალებას იძლევა და შესაბამისად შერჩეული მოდელის ტენტიც მაქსიმალურად არის შესაძლებელი ზუსტად მიუსადაგოთ ექსტერიერს.

მართვის სისტემა

ტენტის მართვა შესაძლებელია როგორც მექანიკურად(ხელით), ასევე ელექტრო ძრავის საშუალებით, რომლის მართვაც ხდება დისტანციური პულტის ან ღილაკის გამოყენებით. მილისებრი ძრავი ტენტის მილშია მოთავსებული, რომელზედაც ხდება ქსოვილის დახვევა, შესაბამისად იგი არ საჭიროებს დასამონტაჟებლად დამატებით ადგილს და არც ტენტს უკარგავს ესთეტიურობას, რადგანაც საერთოდ არ ჩანს.

„სმარტ“-ს შესაძლებელია დაუყენდეს მზის და/ან ქარის სენსორები, რომლებიც პროგრამირების შედეგად მას ავტომატურად გაშლისა და აკეცვის ფუნქციებს მატებს.

Download Catalog