DACOMO LLC | N O V O
4244
portfolio_page-template-default,single,single-portfolio_page,postid-4244,single-format-standard,ajax_updown_fade,page_not_loaded,
title

პერგოლა

 

N O V O

novo

დახასიათება

ეს არის მოძრავი გადახურვის სისტემა, რომელიც მაქსიმუმ 7 მეტრზე იშლება და მოძრაობს სპეციალურ  პროფილებში რომელთა ზომა 80მმ*125მმ-ია. პერგოლას წინა ჟოლობი ინტეგრირებული აქვს.

NOVO წელიწადის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ამინდში უპრობლემოდ ფუნქციონირებს, უძლებს ძლიერ ქარს(117კმ/სთ-მდე სიჩქარის), ძლიერ წვიმას და სეტყვას. სისტემა აწყობილია უმაღლესი ხარისხის ალუმინის ექსტრუდირებული პროფილებით, რომლებიც შეღებილია საღებავის დაფრქვევის მეთოდით, მისი ყველა სამაგრი დეტალი უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს სისტემის მდგრადობას ნებისმიერ გარემო პირობებში.

ნაჭერი

გერმანიაში დამზადებული, ცეცხლგამძლე და 100%-ით წყალგაუმტარი არქიტექტურული მემბრანების ნაჭრები შესაძლებელია იყოს სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა გამჭვირვალობის და ამასთან უზრუნველყოფდეს სტაბილურობას და ტემპერატურულ მდგრადობას, ნესტის და ჭუჭყის ამტანობას. ნაჭერი არ იწელება და დროთა განმავლობაში არ განიცდის დეფორმაციას, ხოლო აკრილის დაფარვა მისი მარტივად გაწმენდის საშუალებას იძლევა.

მართვის სისტემა

მოწინავე ევროპული ტექნოლოგიის გამოყენებით დისტანციურად მართვადი ავტომატიკა და ძრავების სისტემა უზრუნველყოფს პერგოლას თანაბარ და სწრაფ ოპერირებას.

პერგოლა შესაძლებელია აღიჭურვოს უმაღლესი ხარისხის LED განათებით, რომლის მართვაც ასევე დისტანციურად ხდება და განათების სიძლიერის მომატებით ან დაკლებით შესაძლებელია პერგოლას გარემოსთან და სიტუაციასთან მაქსიმალური შეხამება.

Download Catalog