DACOMO LLC | L U N A
4972
portfolio_page-template-default,single,single-portfolio_page,postid-4972,single-format-standard,ajax_updown_fade,page_not_loaded,
title

პერგოლა

 

L U N A

luna

დახასიათება

მოძრავი, თავისუფლად მდგომი, თაღისებრი პერგოლას სისტემა, რომლის პროექცია 11 მეტრია და მოძრაობს სპეციალურ  პროფილებში რომელთა ზომა 110მმ*160მმ-ია, ორივე მხარეს(წინა და უკანა) აქვს ინტეგრირებული ჟოლობი. LUNA არის თანამედროვე დიზაინის, გარე მოხმარების სისტემა, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ამინდში უპრობლემოდ ფუნქციონირებს, უძლებს ძლიერ ქარს(117კმ/სთ-მდე სიჩქარის), ძლიერ წვიმას და სეტყვას. სისტემა აწყობილია უმაღლესი ხარისხის ალუმინის ექსტრუდირებული პროფილებით, რომლებიც შეღებილია საღებავის დაფრქვევის მეთოდით, მისი ყველა სამაგრი დეტალი უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს სისტემის მდგრადობას ნებისმიერ გარემო პირობებში.

ნაჭერი

გერმანიაში დამზადებული, ცეცხლგამძლე და 100%-ით წყალგაუმტარი არქიტექტურული მემბრანების ნაჭრები შესაძლებელია იყოს სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა გამჭვირვალობის და ამასთან უზრუნველყოფდეს სტაბილურობას და ტემპერატურულ მდგრადობას, ნესტის და ჭუჭყის ამტანობას. ნაჭერი არ იწელება და დროთა განმავლობაში არ განიცდის დეფორმაციას, ხოლო აკრილის დაფარვა მისი მარტივად გაწმენდის საშუალებას იძლევა.

მართვის სისტემა

მოწინავე ევროპული ტექნოლოგიის გამოყენებით დისტანციურად მართვადი ავტომატიკა და ძრავების სისტემა უზრუნველყოფს პერგოლას თანაბარ და სწრაფ ოპერირებას.

პერგოლა შესაძლებელია აღიჭურვოს უმაღლესი ხარისხის LED განათებით, რომლის მართვაც ასევე დისტანციურად ხდება და განათების სიძლიერის მომატებით ან დაკლებით შესაძლებელია პერგოლას გარემოსთან და სიტუაციასთან მაქსიმალური შეხამება.

Download Catalog