DACOMO LLC | ექსკლუზივი
4246
portfolio_page-template-default,single,single-portfolio_page,postid-4246,single-format-standard,ajax_updown_fade,page_not_loaded,
title

პერგოლა

 

ექსკლუზივი

ind-mod

დახასიათება

“სანტეკის“ მიერ შემოთავაზებული ექსკლუზიური არქიტექტურული მოდელები ნებისმიერი პროექტის  ელეგანტურ დამატებას წარმოადგენს. თითოეული ექსკლუზიური დიზაინი მუშავდება გარემოსთან შეხამებით და ყველა დეტალის გათვალისწინებით.

ისევე როგორც ყველა სტანდარტული მოდელი, ექსკლუზიური დიზაინის მოდელებიც აწყობილია უმაღლესი ხარისხის ალუმინის ექსტრუდირებული პროფილებით, რომლებიც შეღებილია საღებავის დაფრქვევის მეთოდით, მისი ყველა სამაგრი დეტალი უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს სისტემის მდგრადობას ნებისმიერ გარემო პირობებში.

ნაჭერი

გერმანიაში დამზადებული, ცეცხლგამძლე და 100%-ით წყალგაუმტარი არქიტექტურული მემბრანების ნაჭრები შესაძლებელია იყოს სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა გამჭვირვალობის და ამასთან უზრუნველყოფდეს სტაბილურობას და ტემპერატურულ მდგრადობას, ნესტის და ჭუჭყის ამტანობას. ნაჭერი არ იწელება და დროთა განმავლობაში არ განიცდის დეფორმაციას, ხოლო აკრილის დაფარვა მისი მარტივად გაწმენდის საშუალებას იძლევა.

მართვის სისტემა

მოწინავე ევროპული ტექნოლოგიის გამოყენებით დისტანციურად მართვადი ავტომატიკა და ძრავების სისტემა უზრუნველყოფს პერგოლას თანაბარ და სწრაფ ოპერირებას.

პერგოლა შესაძლებელია აღიჭურვოს უმაღლესი ხარისხის LED განათებით, რომლის მართვაც ასევე დისტანციურად ხდება და განათების სიძლიერის მომატებით ან დაკლებით შესაძლებელია პერგოლას გარემოსთან და სიტუაციასთან მაქსიმალური შეხამება.

Download Catalog