DACOMO LLC | G L O S S Y
5070
portfolio_page-template-default,single,single-portfolio_page,postid-5070,single-format-standard,ajax_updown_fade,page_not_loaded,
title

მოძრავი ტენტები

 

G L O S S Y

glossy

დახასიათება

„გლოსი“ – ზაფხულის გრილი დღეები

ამ მართლაც რომ უნიკალური, მიმმართველებში მოძრავი ტენტის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ სიგრილე თქვენს ზამთრის ბაღებში, გადახუროთ მათი ექსტერიერი და გარედანვე შეაფერხოთ მზის სხივების შიგნით შეღწევა. სწორედ ამიტომ ნარჩუნდება ინტერიერში სიგრილე და ზაფხულის მწველ სიცხეში იქმნება სასიამოვნო გრილი გარემო.

„გლოსი“ შესაძლებელია დამონტაჟდეს ხის პერგოლაზეც, ასევე სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციაზე, სწორ და დახრილ ზედაპირზე. მისი მეშვეობით საიმედოდ დაჩრდილავთ და მეტ მყუდროებას შესძენთ თქვენთვის საყვარელ გარემოს.

ქსოვილი

უმაღლესი ხარისხის ესპანური და იტალიური წარმოების ქსოვილი წყალგაუმტარია, ცეცხლის მიმართ მდგრადია(არ ვრცელდება მთელ ქსოვილზე), შეიცავს აკრილის მინარევს და უნიკალური ქიმიური შემადგენლობის ხარჯზე არ ხუნდება, არ იცვლის ფერს, არ ობდება და არ ლპება მრავალი წლის განმავლობაში.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ქსოვილების მრავალფეროვანი კოლექცია თავისუფალი არჩევანის საშუალებას იძლევა და შესაბამისად შერჩეული მოდელის ტენტიც მაქსიმალურად არის შესაძლებელი ზუსტად მიუსადაგოთ ექსტერიერს.

მართვის სისტემა

ტენტის მართვა შესაძლებელია ელექტრო ძრავის საშუალებით, დისტანციური პულტის ან ღილაკის გამოყენებით. მილისებრი ძრავი ტენტის მილშია მოთავსებული, რომელზედაც ხდება ქსოვილის დახვევა, შესაბამისად იგი არ საჭიროებს დასამონტაჟებლად დამატებით ადგილს და არც ტენტს უკარგავს ესთეტიურობას, რადგანაც საერთოდ არ ჩანს.

„გლოსი“-ს შესაძლებელია დაუყენდეს მზის და/ან ქარის სენსორები, რომლებიც პროგრამირების შედეგად მას ავტომატურად გაშლისა და აკეცვის ფუნქციებს მატებს.

Download Catalog