DACOMO LLC | დოკები და დოკლეველერები
4743
portfolio_page-template-default,single,single-portfolio_page,postid-4743,single-format-standard,ajax_updown_fade,page_not_loaded,
title

ინდუსტრიული კარი

 

დოკები და დოკლეველერები

Docks and Dock Levelers

დახასიათება

გადატვირთვის პლატფორმები ეგრეთწოდებული “დოკები” და “დოკლეველერები” თანამედროვე სასაწყობე მეურნეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მათი მეშვეობით საგრძნობლად მარტივდება პლატფორმიდან სატვირთო მანქანაში ან პირიქით სხვადასხვა ტიპის პროდუქციისა და საქონლის გადატვირთვა. “დოკლეველერები” საშუალებას გვაძლევს გადატვირთვის პლატფორმის დონე მაქსიმალურად მიუსადაგოთ ავტომობილის ბორტს და ამ გზით იოლი გავხადოთ ტვირთის გადაზიდვა. გადატვირთვის პლატფორმა – “დოკი” კომპლექსური პროდუქტია, იგი შედგება თავად პლატფორმისგან – “დოკლეველერი”-სგან, “ჰერმეტიზაციის ფარდისგან” და “ინდუსტრიული სექციური” ან “სწრაფი სასაწყობე” კარისგან. გადატვირთვის პლატფორმის გამოყენებით შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ ბევრი არასასურველი შედეგი: ტვირთის დაზიანება გადაზიდვისას, მისი დაკარგვა-გაფანტვა, არასასურველი კლიმატური ზემოქმედება… ხოლო დადებითი მხარეები კი შემდეგია: საქონლის და პროდუქტის მოკლე დროში გადატვირთვა, პერსონალის კომფორტულ და უსაფრთხო პირობებში მუშაობა, შრომის ხარისხის ამაღლება, მცირე მტვირთავი ავტოტრანსპორტის ეფექტური გამოყენება

მასალა

დოკლეველერი” შედგება ლითონის კარკასისგან და მასზე დამაგრებული მოძრავი ზედაპირსგან, რომელიც 8-10მმ სისქის ლითონის ფურცლებისგან მზადდება. მისი ზედაპირი რელიეფურია, რათა არ მოხდეს პერსონალის ან მინი გადამტვირთავი ავტოტრანსპორტის მასზე მოცურება-გასრიალება. მოძრავ ზედაპირს გააჩნია დამატებითი ფრთა, რომლის მეშვეობითაც იგი მარტივად უკავშირდება შორს მდგომ სატვირთო მანქანას და აიოლებს მასში მინი გადასატვირთი ავტოტრანსპორტის შესვლა-გამოსვლას, რაც საგრძნობლად ამცირებს პროცესის ხანგრძლივობას და დროის ეკონომიასთან ერთად ბევრად უფრო ეფეტურს ხდის სამუშაო პროცესს.

ჰერმეტიზაციის ფარდა” მზადდება სქელი “პვქ” მასალისგან. მისი დანიშნულებაა გადატვირთვის პროცესში პერსონალის, ტვირთის და გადამტვირთი ტრანსპორტის დაცვა გარემო კლიმატური პირობების ზემოქმედებისგან. “ჰერმეტიზაციის ფარდას” ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა ისეთ სასაწყობო მეურნეობებში სადაც აუცილებელია შენობაში სპეციფიური ტემპერატურის შენარჩუნება, ასეთ შემთხვევაში მასთან კომბინაციაში ხშირად გამოიყენება სწრაფი სასაწყობე კარი. “ჰერმეტიზაციის ფარდა” ალუმინის ჩარჩოზეა საიმედოდ დამაგრებული, სწორედ ამიტომ იგი მყარად ინარჩუნებს პოზიციას იმ შემთხვევაშიც თუკი სატვირთო ავტომობილი არაზუსტ პარკირებას ახდენს.

მართვის სისტემა

დოკლეველერი” მოძრაობაში მოყავს ელექტრო ძრავს, რომელიც თავის მხრივ ამუშავებს ჰიდრავლიკურ დგუშს და პლატფორმის ზედაპირს მაღლა ან დაბლა სწევს. მისი ტვირთამწეობა 6000-9000კგ-ია. სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონი -10 / +40 ° C. “დოკლეველერი” იმართება მართვის პულტის მეშვეობით.

უსაფრთხოება

დაკომო”-ს მიერ შემოთავაზებული გადატვირთვის პლატფორმები  აკმაყოფილებს მსოფლიოში მიღებულ სტანდარტებს და აბსოლუტურად უსაფრთხოა, ისინი სრულად შეესაბამება EN1398 სტანდარტს და გააჩნიათ დაცვის მაღალი კოეფიციენტი. მართვის პულტს აქვს ავარიული გათიშვის ფუნქცია და მიეკუთვნება  დაცვის IP54 კლასს.

Download Catalog