DACOMO LLC | შემინული სექციებით
4729
portfolio_page-template-default,single,single-portfolio_page,postid-4729,single-format-standard,ajax_updown_fade,page_not_loaded,
title

ინდუსტრიული კარი

 

შემინული სექციებით

Sheminuli Seqciebit

დახასიათება

ინდუსტრიული სექციური კარი გამოიყენება სამრეწველო და სასაწყობე შენობებში, ავტოსერვისებსა და ავტოსამრეცხაოებში, სახანძროებსა და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებში დიდი და მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალებების შესასვლელებისთვის. ინდუსტრიული კარი გამოირჩევა  თბოეფექტურობით და მაღალი დონის უსაფრთხოებით. სექციურ კარს რამდენიმე აშკარა უპირატესობა გააჩნია სხვა ტიპის კარებთან შედარებით… ესენია: სიმარტივე გამოყენებისას, საიმედოობა, უსაფრთხოება, ღიობის კარგი ჰერმეტიზაცია და საუკეთესო თბოიზოლაცია.

ინდუსტრიული სექციური კარი შემინული სექციებით ერთმანეთთან ანჯამებით დაკავშირებული ალუმინის შემინული სექციებისგან შედგება. იგი საუკეთესო გადაწყვეტაა ავტოსალონებისთვის, საგამოფენო დარბაზებისთვის, პავილიონებისთვის და ისეთი ტიპის შენობებისთვის სადაც მზის სინათლის შეღწევა აუცილებელი პირობაა და ასევე სასურველია შენობაში განთავსებული პროდუქცია გარედან მაქსიმალურად იყოს ხილვადი, ამასთან სასურველია შენარჩუნებული იქნეს სითბო და საიმედოდ იყოს დაცული შენობის ჰერმეტულობა. კარი გორგოლაჭების საშუალებით მოძრაობს უჟანგავი ფოლადის მიმმართველებში, მის მოძრაობას უზრუნველყოფს ძრავთან დაკავშირებული ფოლადის ბაგირები, ხოლო ზამბარა და საკისრები მისი დაძვრის და მოძრაობის სიმსუბუქეს განაპირობებს. ინდუსტრიული კარი შესაძლებელია გავაღოთ პრაქტიკულად ნებისმიერი კუთხით: ჭერის პარალელურად(დაბალი ჭერის შემთხვევაში), დახრის სპეციფიური გრადუსით(დახრილი სახურავის შემთხვევაში) ან სულაც ვერტიკალურად(თუ შენობის სიმაღლე ამის საშუალებას იძლევა).

მასალა

ერთმანეთთან უჟანგავი ფოლადის ანჯამებით დაკავშირებული ენერგოეფექტური ალუმინის პანელები მათში ჩასმული მინების ან მინაპაკეტების ხარჯზე(რომლებიც ნაწრთობი მინისგან არის წარმოებული) გამოირჩევა დაბალი თბოგამტარობით და საუკეთესო ხმის იზოლაციით. ალუმინის პანელები შეიძლება იყოს მთლიანად ან ნაწილობრივ შემინული, ასევე შესაძლებელია სენდვიჩ-პანელების და შემინული პანელების კომბინირება. ალუმინი შესაძლებელია დაიფეროს პრაქტიკულად ნებისმიერი ფერის საღებავით, ხოლო მინაპაკეტის ფერი და გამჭვირვალობა დარეგულირდეს სურვილისამებრ. ინდუსტრიულ სექციურ კარში შემინული სექციებით შესაძლებელია დამატებითი შესასვლელი კარის ჩადგმა. კარის პერიმეტრი დაფარულია რეზინის შემავსებლით, რაც მიმმართველებთან ერთად უზრუნველყოფს ღიობის საიმედო ჰერმეტიზაციას.

მართვის სისტემა

პანორამული ინდუსტრიული სექციური კარის მართვა შესაძლებელია როგორც ძრავის საშუალებით, ასევე ხელით, მექანიკურად. ძრავის შემთხვევაში კარი იმართება როგორც კედელზე დამონტაჟებული მართვის სისტემით – კედლის პულტით, ასევე დისტანციური მართვის პულტით. მექანიკური მართვისას კი საკმარისია კარის ოდნავი დაძვრა ადგილიდან, რაც 20კგ-მდე ტვირთის აწევის ტოლფასია და მიუხედავად იმისა, რომ კარის წონა შეიძლება 500კგ-მდეც კი იყოს, დანარჩენ სამუშაოს ზამბარები და უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ბაგირები შეასრულებს.

უსაფრთხოება

”დაკომო”-ს მიერ შემოთავაზებული ინდუსტრიული სექციური კარი შემინული სექციებით მაღალი ხარისხის უსაფრთხოებით გამოირჩევა. სენდვიჩ-პანელების განსაკუთრებული ფორმა გამორიცხავს მათ შორის თითების ჩაყოლებას და დაზიანებას, როგორც შიდა ასევე გარე მხრიდან. კარს გააჩნია მოძრაობის მყისიერად შეზღუდვის მექანიზმი, რომელიც ავტომატურად ამოქმედდება ზამბარის დაზიანების ან ბაგირის უეცარი გაწყვეტისას. პანორამულ ინდუსტრიულ სექციურ კარს ასევე აქვს დამატებითი უსაფრთხოების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კარის სამოძრაო გზაზე მცირედი დაბრკოლების გაჩენისას მის მყისიერ შეჩერებას. ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში შესაძლებელია კარის ავტომატურიდან მექანიკურ მართვაზე მარტივად გადაყვანა და მისი თავისუფლად გაღება. 

Download Catalog