DACOMO LLC | ქოლგები – SWING
5370
portfolio_page-template-default,single,single-portfolio_page,postid-5370,single-format-standard,ajax_updown_fade,page_not_loaded,
title

მოძრავი ტენტები

 

ქოლგები – SWING

swing

დახასიათება

„მოძრავი ჩრდილი“ – ასე უწოდებენ “მეგა” ქოლგას „სვინგ“ მისი უზარმაზარი გაბარიტების გამო. იგი პრაქტიკული გადაწყვეტაა დიდი ფართის სრულად ან სურვილისამებრ, ნაწილობრივ დასაჩრდილად. მისი ზომები მართლაც რომ შთამბეჭდავია – ერთი ქოლგით 25კვ.მ სიდიდის ფართის დაფარვაა შესაძლებელი!!! ფუნქციონალური, პრაქტიკული და საიმედო, ასე შეიძლება “მეგა” ქოლგის მოკლედ დახასიათება. “სვინგ”-ის გადაადგილება მარტივია, იგი გორგოლაჭების მეშვეობით დაგორავს, ხოლო სპეციალური სიმძიმე, რომელიც მის ფეხზეა მოთავსებული 140კგ-ია და მისი მყარად დგომის გარანტიაა.

ქსოვილი

უმაღლესი ხარისხის ესპანური და იტალიური წარმოების ქსოვილი წყალგაუმტარია, ცეცხლის მიმართ მდგრადია(არ ვრცელდება მთელ ქსოვილზე), შეიცავს აკრილის მინარევს და უნიკალური ქიმიური შემადგენლობის ხარჯზე არ ხუნდება, არ იცვლის ფერს, არ ობდება და არ ლპება მრავალი წლის განმავლობაში.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ქსოვილების მრავალფეროვანი კოლექცია თავისუფალი არჩევანის საშუალებას იძლევა და შესაბამისად შერჩეული მოდელის ტენტიც მაქსიმალურად არის შესაძლებელი ზუსტად მიუსადაგოთ ექსტერიერს.

მართვის სისტემა

“სვინგ”-ის მართვა შესაძლებელია მექანიკურად(ხელით). მას გააჩნია სატრიალებელი სახელური, რაც სხვა ქოლგებისგან განსხვავებით მისი გახსნა-დაკეტვის პროცესს მარტივს და უსაფრთხოს ხდის.

Download Catalog