DACOMO LLC | ტექსტილის ფასადი
5518
portfolio_page-template-default,single,single-portfolio_page,postid-5518,single-format-standard,ajax_updown_fade,page_not_loaded,
title

ტექსტილის არქიტექტურა

 

ტექსტილის ფასადი

fasadi

დახასიათება

ტერმინი “ტექსტილის არქიტექტურა“, ისევე როგორც არქიტექტურის ეს მიმართულება, სულ უფრო მეტად ხდება პოპულარული მთელს მსოფლიოში. აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენების სფერო ძალზედ სწრაფად ფართოვდება და მოიცავს არა მარტო კაფე-ბარების და ავტოპარკინგების გადახურვებს, არამედ მასშტაბურ პროექტებს და გრანდიოზული კონსტრუქციების მშენებლობას, რომლებიც ტექსტილის მემბრანებითაა დაფარული. ჩვეულებრივ “ტექსტილის არქიტექტურა” გულისხმობს ორგანულ, სინუსოიდალურ ფორმებს, რაც თავის მხრივ პროექტების ასეთ არქიტექტურულ გადაწყვეტას მეტად ელეგანტურსა და ამბიციურს ხდის.

ტექსტილს ადამიანი საუკუნეების მანძილზე წარმატებით იყენებს საქმიანობის სხვადასხვა სფეროში. არქიტექტურაში იგი შედარებით ახალი ელემენტია, მაგრამ ამასთანვე ძალზედ მიმზიდველი და ქარიზმატული. უახლესი ტექნოლოგიები და მასალები, რომლებიც გამოიყენება ტექსტილის მემბრანების სტრუქტურებში ძირითადად ეყრდნობა ისეთ ინჟინრულ პრინციპებს, რომლებიც კაცობრიობისთვის უკვე ათასობით წელია ცნობილი, მაგრამ ამასთან თანამედროვე არქიტექტურაში მათ შემოაქვთ ფუტურისტული სიმსუბუქე და სივრცის მრავალწახნაგობა.

ქსოვილი

უმაღლესი ხარისხის ესპანური და იტალიური წარმოების ქსოვილი წყალგაუმტარია, ცეცხლის მიმართ მდგრადია(არ ვრცელდება მთელ ქსოვილზე), შეიცავს აკრილის მინარევს და უნიკალური ქიმიური შემადგენლობის ხარჯზე არ ხუნდება, არ იცვლის ფერს, არ ობდება და არ ლპება მრავალი წლის განმავლობაში.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ქსოვილების მრავალფეროვანი კოლექცია თავისუფალი არჩევანის საშუალებას იძლევა და შესაბამისად შერჩეული მოდელის ტენტიც მაქსიმალურად არის შესაძლებელი ზუსტად მიუსადაგოთ ექსტერიერს.

კონსტრუქცია

ტექსტილის ფასადი“-ს კარკასი იწყობა ალუმინის სპეციალური პროფილებისგან, რომლებიც მაგრდება შენობაზე. სწორედ ამ პროფილების მრავალფეროვნება გვაძლევს საშუალებას მათზე დავამაგროთ ტექსტილი იმდაგვარად, რომ მივიღოთ სასურველი ფორმისა თუ დიზაინის ტექსტილის ფასადი. მართალია ალუმინის პროფილები ძირითადი სამგრი კომპონენტია “ტექსტილის ფასადი”-ს შესაქმნელად, თუმცა გამოიყენება ინდივიდუალური მეტალის კრონშტეინებიც, რომლებიც სპეციალურად ამა თუ იმ პროექტისთვისაა შექმნილი.