DACOMO LLC | ტექსტილის პარკინგი
5513
portfolio_page-template-default,single,single-portfolio_page,postid-5513,single-format-standard,ajax_updown_fade,page_not_loaded,
title

ტექსტილის არქიტექტურა

 

ტექსტილის პარკინგი

parkingi

დახასიათება

ტერმინი “ტექსტილის არქიტექტურა“, ისევე როგორც არქიტექტურის ეს მიმართულება, სულ უფრო მეტად ხდება პოპულარული მთელს მსოფლიოში. აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენების სფერო ძალზედ სწრაფად ფართოვდება და მოიცავს არა მარტო კაფე-ბარების და ავტოპარკინგების გადახურვებს, არამედ მასშტაბურ პროექტებს და გრანდიოზული კონსტრუქციების მშენებლობას, რომლებიც ტექსტილის მემბრანებითაა დაფარული. ჩვეულებრივ “ტექსტილის არქიტექტურა” გულისხმობს ორგანულ, სინუსოიდალურ ფორმებს, რაც თავის მხრივ პროექტების ასეთ არქიტექტურულ გადაწყვეტას მეტად ელეგანტურსა და ამბიციურს ხდის.

ტექსტილს ადამიანი საუკუნეების მანძილზე წარმატებით იყენებს საქმიანობის სხვადასხვა სფეროში. არქიტექტურაში იგი შედარებით ახალი ელემენტია, მაგრამ ამასთანვე ძალზედ მიმზიდველი და ქარიზმატული. უახლესი ტექნოლოგიები და მასალები, რომლებიც გამოიყენება ტექსტილის მემბრანების სტრუქტურებში ძირითადად ეყრდნობა ისეთ ინჟინრულ პრინციპებს, რომლებიც კაცობრიობისთვის უკვე ათასობით წელია ცნობილი, მაგრამ ამასთან თანამედროვე არქიტექტურაში მათ შემოაქვთ ფუტურისტული სიმსუბუქე და სივრცის მრავალწახნაგობა.

ქსოვილი

უმაღლესი ხარისხის ესპანური და იტალიური წარმოების ქსოვილი წყალგაუმტარია, ცეცხლის მიმართ მდგრადია(არ ვრცელდება მთელ ქსოვილზე), შეიცავს აკრილის მინარევს და უნიკალური ქიმიური შემადგენლობის ხარჯზე არ ხუნდება, არ იცვლის ფერს, არ ობდება და არ ლპება მრავალი წლის განმავლობაში.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ქსოვილების მრავალფეროვანი კოლექცია თავისუფალი არჩევანის საშუალებას იძლევა და შესაბამისად შერჩეული მოდელის ტენტიც მაქსიმალურად არის შესაძლებელი ზუსტად მიუსადაგოთ ექსტერიერს.

კონსტრუქცია

“ტექსტილის პარკინგი”-ს კარკასი იწყობა ძირითადად მეტალისგან. იგი აუცილებლად იღებება თავდაპირველად ანტიკოროზიული და შემდეგ ნებისმიერი სასურველი ფერის მაღალი ხარისხის საღებავით. არსებობს კარკასების სტანდარტული ტიპები, თუმცა შესაძლებელია დამზადდეს ექსკლუზიური მოდელები. “დაკომო” გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის კარკასებს, რომლებიც კონსტრუქციულად არის გათვლილი სიმყარეზე და დამზადებულია სპეციალურად ტენტის ნაჭრის მაღალპროფესიონალურ დონეზე გადაკვრისათვის. ასეთ კარკასზე ნაჭერი მაგრდება ძირითადად თოკების მეშვეობით, რაც ნაჭრის კარკასზე მაქსიმალურად გადაჭიმვის საშუალებას იძლევა.