DACOMO LLC | ტენტის ქსოვილი
5455
portfolio_page-template-default,single,single-portfolio_page,postid-5455,single-format-standard,ajax_updown_fade,page_not_loaded,
title

ფიქსირებული ტენტები

 

ტენტის ქსოვილი

tentis qsovili

დახასიათება

ფიქსირებული ტენტები მთელს მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება კომერციული დანიშნულების ობიექტების უკეთესად წარმოჩენისთვის. მაღაზიები, სალონები, ბუტიკები, კაფე-ბარები თუ რესტორნები ფიქსირებულ ტენტებს იყენებენ როგორც ექსტერიერის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დეტალს, რომელიც ზრდის მათ ცნობადობას, ობიექტს ხდის უფრო მეტად მიმზიდველს და მომხმარებლისთვის საინტერესოს. გამომდინარე იქედან, რომ ფიქსირებული(უძრავი) ტენტები მზადდება რკინის ან ალუმინის კარკასისგან და მასზე გადაკრული აკრილის შემცველი წყალგაუმტარი ნაჭრისგან, სხვა(მოძრავი) ტენტებისგან განსხვავებით მათ შესაძლებელია მივანიჭოთ ნებისმიერი სირთულის ფორმა და მოვარგოთ რელიეფურ ან თუნდაც მომრგვალებული ფორმის კედელს. ფიქსირებულ ტენტებზე შესაძლებელია დატანილი იქნეს კომერციული ობიექტის ლოგო ან ტექსტი. ტენტის ზომა არ არის შეზღუდული გაბარიტებში და მზადდება როგორც პატარა(მცირე ზომის ფანჯრისთვის), ასევე დიდი ზომის(თუნდაც მთელი შენობის ფასადისთვის). ნაჭრების მრავალფეროვნება იძლევა საშუალებას მარტივად შეირჩეს  ბრენდის ფერი და დამზადდეს ექსკლუზიური და გამორჩეული უმაღლესი ხარისხის პროდუქტი.

ქსოვილი

უმაღლესი ხარისხის ესპანური და იტალიური წარმოების ქსოვილი წყალგაუმტარია, ცეცხლის მიმართ მდგრადია(არ ვრცელდება მთელ ქსოვილზე), შეიცავს აკრილის მინარევს და უნიკალური ქიმიური შემადგენლობის ხარჯზე არ ხუნდება, არ იცვლის ფერს, არ ობდება და არ ლპება მრავალი წლის განმავლობაში.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ქსოვილების მრავალფეროვანი კოლექცია თავისუფალი არჩევანის საშუალებას იძლევა და შესაბამისად შერჩეული მოდელის ტენტიც მაქსიმალურად არის შესაძლებელი ზუსტად მიუსადაგოთ ექსტერიერს.

კარკასი

ფიქსირებული ტენტის კარკასი იწყობა მეტალისგან, შედუღების გზით. კარკასი აუცილებლად იღებება თავდაპირველად ანტიკოროზიული და შემდეგ ნებისმიერი სასურველი ფერის მაღალი ხარისხის საღებავით. არსებობს კარკასების სტანდარტული ტიპები, თუმცა შესაძლებელია დამზადდეს ექსკლუზიური მოდელები. “დაკომო” გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის კარკასებს, რომლებიც კონსტრუქციულად არის გათვლილი სიმყარეზე და დამზადებულია სპეციალურად ტენტის ნაჭრის მაღალპროფესიონალურ დონეზე გადაკვრისათვის. ასეთ კარკასზე ნაჭერი მაგრდება ძირითადად თოკების მეშვეობით, რაც ნაჭრის კარკასზე მაქსიმალურად გადაჭიმვის საშუალებას იძლევა.