DACOMO LLC | სწრაფი სასაწყობე
4736
portfolio_page-template-default,single,single-portfolio_page,postid-4736,single-format-standard,ajax_updown_fade,page_not_loaded,
title

ინდუსტრიული კარი

 

სწრაფი სასაწყობე

Swrafi Sasawyobe

დახასიათება

თანამედროვე წარმოება საჭიროებს რესურსების რაციონალურ გამოყენებას, ენერგიის დაზოგვას, მთლიანად შენობაში ან მის ცალკეულ სეგმენტებში სითბოს, სიგრილის ან სპეციფიური ტემპერატურის ხანგრძლივად შენარჩუნებას. ინდუსტრიულ სფეროში ასეთი რამ თითქოს შეუძლებელია, რადგან ქარხანა-ფაბრიკებში მუდამ ხდება სატრანსპორტო საშუალებების შენობაში ან შენობიდან გარეთ მოძრაობა და ამის გამო ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა. სწორედ ამიტომ არის შექმნილი სწრაფად მოძრავი ინდუსტრიული კარი, რომელიც აღნიშნული პრობლემის მარტივად და ხარისხიანად მოგვარების საშუალებაა. “დაკომო“-ს მიერ შემოთავაზებული სწრაფი სასაწყობე კარები გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ექსპლუატაციის სიმარტივით და საიმედოობით.

მასალა

სწრაფი სასაწყობე კარი ძირითადად “პვქ” მასალისგანაა დამზადებული. დანიშნულებიდან გამომდინარე მასალა შესაძლებელია იყოს სხვადასხვა ფერის, სისქის და გამჭვირვალობის. კარის “ფარდა” მოძრაობს უჟანგავი ფოლადისგან დამზადებულ მიმმართველებში და გახსნისას “ბარაბანში” მოთავსებულ მბრუნავ მილზე ეხვევა.

მართვის სისტემა

სწრაფი სასაწყობე კარის მართვა ხდება ძრავის საშუალებით, კარი იმართება როგორც კედელზე დამონტაჟებული მართვის სისტემით – კედლის პულტით, ასევე დისტანციური მართვის პულტით. კარს გააჩნია მექანიკური მართვის ფუნქციაც, რომელიც ძირითადად დაზიანების ან პროფილაქტიკური დათვალიერების ჩატარებისას შეიძლება გამოვიყენოთ.

უსაფრთხოება

”დაკომო”-ს მიერ შემოთავაზებული სწრაფი სასაწყობე კარი მაღალი ხარისხის უსაფრთხოებით გამოირჩევა. კარს გააჩნია მოძრაობის მყისიერად შეზღუდვის მექანიზმი, რომელიც ავტომატურად ამოქმედდება მექანიზმის უეცარი დაზიანების შემთხვევაში. სწრაფ ინდუსტრიულ კარს ასევე აქვს დამატებითი უსაფრთხოების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კარის სამოძრაო გზაზე მცირედი დაბრკოლების გაჩენისას მის მყისიერ შეჩერებას. ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში შესაძლებელია კარის ავტომატურიდან მექანიკურ მართვაზე მარტივად გადაყვანა და მისი თავისუფლად გაღება. 

Download Catalog