DACOMO LLC | სტანდარტული
4723
portfolio_page-template-default,single,single-portfolio_page,postid-4723,single-format-standard,ajax_updown_fade,page_not_loaded,
title

ინდუსტრიული კარი

 

სტანდარტული

Standartuli

დახასიათება

ინდუსტრიული სექციური კარი გამოიყენება სამრეწველო და სასაწყობე შენობებში, ავტოსერვისებსა და ავტოსამრეცხაოებში, სახანძროებსა და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებში დიდი და მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალებების შესასვლელებისთვის. ინდუსტრიული კარი გამოირჩევა  თბოეფექტურობით და მაღალი დონის უსაფრთხოებით. სექციურ კარს რამდენიმე აშკარა უპირატესობა გააჩნია სხვა ტიპის კარებთან შედარებით… ესენია: სიმარტივე გამოყენებისას, საიმედოობა, უსაფრთხოება, ღიობის კარგი ჰერმეტიზაცია და საუკეთესო თბოიზოლაცია.

ინდუსტრიული სექციური კარი ერთმანეთზე ფოლადის ანჯამებით გადაბმული სენდვიჩ-პანელებისგან შედგება. კარი გორგოლაჭების საშუალებით მოძრაობს უჟანგავი ფოლადის მიმმართველებში, მის მოძრაობას უზრუნველყოფს ძრავთან დაკავშირებული ფოლადის ბაგირები, ხოლო ზამბარა და საკისრები მისი დაძვრის და მოძრაობის სიმსუბუქეს განაპირობებს. ინდუსტრიული კარი შესაძლებელია გავაღოთ პრაქტიკულად ნებისმიერი კუთხით: ჭერის პარალელურად(დაბალი ჭერის შემთხვევაში), დახრის სპეციფიური გრადუსით(დახრილი სახურავის შემთხვევაში) ან სულაც ვერტიკალურად(თუ შენობის სიმაღლე ამის საშუალებას იძლევა).

მასალა

ერთმანეთთან უჟანგავი ფოლადის ანჯამებით დაკავშირებული ენერგოეფექტური სენდვიჩ-პანელები(4-4,5მმ სისქის უჟანგავი ფოლადის ფურცლები შევსებული პოლიურეთანის ქაფით) გამოირჩევა დაბალი თბოგამტარობით. პანელის სისქე 40მმ-ია, რაც კარის თბოიზოლაციისა და სიმყარის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია. ლითონის ფურცლის ზედაპირის დიზაინი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის, ფორთოხლის ქერქის ფაქტურის, გლუვი ან დაზოლილი. ინდუსტრიულ სექციურ კარში შესაძლებელია დამატებითი შესასვლელი კარის ჩადგმა, ასევე სენდვიჩ-პანელებში სარკმელების ან სავენტილაციო ცხაურების ჩასმა. კარის პერიმეტრი დაფარულია რეზინის შემავსებლით, რაც მიმმართველებთან ერთად უზრუნველყოფს ღიობის საიმედო ჰერმეტიზაციას.

მართვის სისტემა

ინდუსტრიული სექციური კარის მართვა შესაძლებელია როგორც ძრავის საშუალებით, ასევე ხელით, მექანიკურად. ძრავის შემთხვევაში კარი იმართება როგორც კედელზე დამონტაჟებული მართვის სისტემით – კედლის პულტით, ასევე დისტანციური მართვის პულტით. მექანიკური მართვისას კი საკმარისია კარის ოდნავი დაძვრა ადგილიდან, რაც 20კგ-მდე ტვირთის აწევის ტოლფასია და მიუხედავად იმისა, რომ კარის წონა შეიძლება 500კგ-მდეც კი იყოს, დანარჩენ სამუშაოს ზამბარები და უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ბაგირები შეასრულებს.

უსაფრთხოება

”დაკომო”-ს მიერ შემოთავაზებული ინდუსტრიული სექციური კარი მაღალი ხარისხის უსაფრთხოებით გამოირჩევა. სენდვიჩ-პანელების განსაკუთრებული ფორმა გამორიცხავს მათ შორის თითების ჩაყოლებას და დაზიანებას, როგორც შიდა ასევე გარე მხრიდან. კარს გააჩნია მოძრაობის მყისიერად შეზღუდვის მექანიზმი, რომელიც ავტომატურად ამოქმედდება ზამბარის დაზიანების ან ბაგირის უეცარი გაწყვეტისას. ინდუსტრიულ კარს ასევე აქვს დამატებითი უსაფრთხოების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კარის სამოძრაო გზაზე მცირედი დაბრკოლების გაჩენისას მის მყისიერ შეჩერებას. ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში შესაძლებელია კარის ავტომატურიდან მექანიკურ მართვაზე მარტივად გადაყვანა და მისი თავისუფლად გაღება. 

Download Catalog