DACOMO LLC | სექციური ტიპის
5142
portfolio_page-template-default,single,single-portfolio_page,postid-5142,single-format-standard,ajax_updown_fade,page_not_loaded,
title

ავტოფარეხის კარი

 

სექციური ტიპის

seqciuri tipis

დახასიათება

ავტოფარეხის სექციური კარი სულ უფრო ხშირად გამოიყენება თანამედროვე სახლების, ვილების თუ ავტო-პარკინგების მშენებლობისას. სექციურ კარს რამდენიმე აშკარა უპირატესობა გააჩნია სხვა ტიპის კარებთან შედარებით… ესენია: სიმარტივე გამოყენებისას, საიმედოობა, უსაფრთხოება, ღიობის კარგი ჰერმეტიზაცია და საუკეთესო თბოიზოლაცია.

ავტოფარეხის სექციური კარი ერთმანეთზე ფოლადის ანჯამებით გადაბმული სენდვიჩ-პანელებისგან შედგება. იგი მოძრაობს უჟანგავი ფოლადის მიმმართველებში, ვერტიკალური(დაკეტილი) მდგომარეობიდან ჰორიზონტალურ(ღია) მდგომარეობაში მარტივად გადადის და ჭერის პარალელურად ჩერდება. კარის მოძრაობის ასეთი ტრაექტორია საშუალებას იძლევა მაქსიმალურად იქნეს შენარჩუნებული ღიობის ზომები და სივრცე, როგორც კარის წინ, ასევე ავტოფარეხში.

მასალა

ერთმანეთთან უჟანგავი ფოლადის ანჯამებით დაკავშირებული ენერგოეფექტური სენდვიჩ-პანელები(4-4,5მმ სისქის უჟანგავი ფოლადის ფურცლები შევსებული პოლიურეთანის ქაფით) გამოირჩევა დაბალი თბოგამტარობით. პანელის სისქე 40მმ-ია, რაც კარის თბოიზოლაციისა და სიმყარის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია. ლითონის ფურცლის ზედაპირის დიზაინი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის, ფორთოხლის ქერქის ფაქტურის, გლუვი ან დაზოლილი. ავტოფარეხის სექციურ კარში შესაძლებელია დამატებითი შესასვლელი კარის ჩადგმა, ასევე სენდვიჩ-პანელებში სარკმელების ან სავენტილაციო ცხაურების ჩასმა. კარის პერიმეტრი დაფარულია რეზინის შემავსებლით, რაც მიმმართველებთან ერთად უზრუნველყოფს ღიობის საიმედო ჰერმეტიზაციას.

მართვის სისტემა

ავტოფარეხის სექციური კარის მართვა შესაძლებელია როგორც ძრავის საშუალებით, ასევე ხელით, მექანიკურად. ძრავის შემთხვევაში კარი იმართება დისტანციური მართვის პულტით. მექანიკური მართვისას კი საკმარისია კარის ოდნავი დაძვრა ადგილიდან და დანარჩენ სამუშაოს ზამბარები და უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ბაგირები შეასრულებს.

უსაფრთხოება

”დაკომო” გთავაზობთ უსაფრთხო და დაცულ ავტოფარეხის სექციურ კარს. სენდვიჩ-პანელების განსაკუთრებული ფორმა გამორიცხავს მათ შორის თითების ჩაყოლებას და დაზიანებას, როგორც შიდა ასევე გარე მხრიდან. კარს უყენდება ფოტოელემენტები – დამატებითი უსაფრთხოების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კარის სამოძრაო გზაზე მცირედი დაბრკოლების გაჩენისას მის მყისიერ შეჩერებას. ელექტროენერგიის უეცარი გათიშვის შემთხვევაში შესაძლებელია კარის ავტომატურიდან მექანიკურ მართვაზე მარტივად გადაყვანა და მისი თავისუფლად გაღება. 

Download Catalog