DACOMO LLC | ორფრთიანი კარის
4706
portfolio_page-template-default,single,single-portfolio_page,postid-4706,single-format-standard,ajax_updown_fade,page_not_loaded,
title

ჭიშკრის ავტომატიკა

 

ორფრთიანი კარის

orfrtiani karis

დახასიათება

“დაკომო” გთავაზობთ მოწინავე იტალიური კომპანია “ქინგ გეითს“-ის მრავალფეროვან პროდუქციას ჭიშკრების ავტომატიზაციისთვის, ჭიშკრის წონის და ფრთის სიგანის მიხედვით. ჭიშკრის ძრავების გამოყენებით ეზოს კარს გახდით უფრო მეტად ღირებულს, პრაქტიკულს და მარტივს ექსპლუატაციისთვის.
“ქინგ გეითს”-ის პროდუქცია დამზადებულია უმაღლესი ხარისხის მასალისგან, რაც მოიცავს: ბრინჯაოს, მაღალი სიმყარის ფოლადს, მაღალი ხარისხის ტექნო პოლიმერებს… სწორედ ეს განაპირობებს ძრავების საიმედო, ხარისხიან და ამავე დროს უხმაურო მუშაობას მარავალი წლის მანძილზე, ხოლო იტალიური დიზაინი, დახვეწილი და ელეგანტური ფორმები კი აშკარად მიუთითებს პროდუქციის საიმედოობაზე, სიძლიერესა და დინამიურობაზე.

მბრუნავ ღერძიანი მოდელები

“Jet” – ავტომატიზაცია ორფრთიანი ჭიშკრებისთვის, ფრთის მაქსიმალური ზომა – 3მ, მაქსიმალური წონა – 600კგ. საუკეთესო მექანიკური ტრანსმისია საიმედო და უხმაურო მუშაობის გარანტიაა. ძრვებს გააჩნია ხელით მართვაზე გადაყვანის სწრაფი და მოსახერხებელი ფუნქცია, რომლის ჩართვა-გამორთვა გასაღების მეშვეობით, მარტივად არის შესაძლებელი.

“Couper 24” – ავტომატიზაცია ორფრთიანი ჭიშკრებისთვის, ფრთის მაქსიმალური ზომა – 2მ, მაქსიმალური წონა – 250კგ. ალუმინის დახვეწილი კორპუსის მქონე ეს შესანიშნავი ძრავები ნებისმიერ გარემო პირობებში მუშაობაზეა გათვლილი. ელექტროობის შესაერთებლად საკმარისია ორწვერა მავთული მივაერთოთ ძრავებს, ხოლო მექანიკურ მართვაზე გადასართველად მხოლოდ სპეციალური გასაღების გადატრიალებაა საჭირო.

“Linear” – ავტომატიზაცია ორფრთიანი ჭიშკრებისთვის, ფრთის მაქსიმალური ზომა – 2,5მ, მაქსიმალური წონა – 300კგ. მექანიკურად მდგრადი და ამტანი მისი ტელესკოპური კორპუსის წყალობით სხვა მრავალი დადებითი თვისებითაც გამოირჩევა. მას გააჩნია 140°C -მდე თერმული დაცვა, ელექტრო კაბელის შეერთების მოხერხებული სისტემა, ხოლო ელექტროობის შეფერხებით მიწოდებისას, მექანიკურ მართვაზე გადართვის მარტივი სახელური.

მკლავიანი მოდელები

“Modus” – ავტომატიზაცია ორფრთიანი ჭიშკრებისთვის, ფრთის მაქსიმალური ზომა – 4.2მ, მაქსიმალური წონა – 500კგ. მარტივი და სწრაფი ინსტალაცია სულ რაღაც 165მმ სიგანის ზედაპირზე. ეს მოდელი ორი სხვადასხვა ვერსიის ძრავით გვხვდება, ასევე ორი ტიპის(სტანდარტული და ალტერნატიული) მკლავით, პრაქტიკულად ნებისმიერ სიტუაციაში დასამონტაჟებლად. გაღება-დაკეტვის საუკეთესო ხარისხის მისაღებად ძრავების მოძრაობის მილიმეტრებში რეგულირებაა შესაძლებელი. “Modus”-ის 4კგ-იანი კორპუსი კი მის ნებისმიერ ტემპერატურაზე გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

“Minimodus” – ავტომატიზაცია ორფრთიანი ჭიშკრებისთვის, ფრთის მაქსიმალური ზომა – 2მ, მაქსიმალური წონა – 250კგ. ამ მინიატურული ძრავების კორპუსის სიგანე 155მმ-ია, რაც მათი ძალიან პატარა ფართობზე დამონტაჟების საშუალებას იძლევა, მაგრამ ამავე დროს მათი დახვეწილი გეომეტრიის წყალობით ეს ძრავები სავსებით შესაძლებელია დამონტაჟდეს განიერ კოლონებზე, რაც მათ სრულყოფილ მუშაობაში ხელს არანაერად არ შეუშლის. 

მიწისქვეშა ინსტალაციის ძრავები

“Intro 400” – ავტომატიზაცია ორფრთიანი ჭიშკრისთვის, ფრთის მაქსიმალური ზომა – 4მ, მაქსიმალური წონა – 500კგ. ეს ძრავები მიწისქვეშ ინსტალაციისთვისაა გამიზნული, სწორედ ამიტომ ისინი თვალისთვის სრულიად შეუმჩნეველია და საერთოდ არ ცვლიან კარის გარეგნულ შესახედაობას. მიწაში მოთავსებული ძრავების ჰერმეტული კორპუსი საიმედოდ იცავს მათ დაზიანებისგან. ისევე როგორც “ქინგ გეითს”-ის სხვა ძრავებს “Intro 400”-ს გააჩნია მექანიკურ მართვაზე გადართვის ფუნქცია, ხოლო მოძრაობის ტრაექტორიაზე დაბრკოლების აღმოჩენის სისტემა უზრუნველყოფს ჭიშკრის გაღების ან დაკეტვის სიჩქარის ავტომატურ რეგულირებას. 

Download Catalog