DACOMO LLC | კარის ავტომატიკა
5181
portfolio_page-template-default,single,single-portfolio_page,postid-5181,single-format-standard,ajax_updown_fade,page_not_loaded,
title

ავტოფარეხის კარი

 

კარის ავტომატიკა

karis avtomatika

დახასიათება

“დაკომო” გთავაზობთ მოწინავე იტალიური კომპანია “ქინგ გეითს”-ის უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ავტოფარეხის სექციური კარის ავტომატიზაციისთვის. “ქინგ გეითს” 2006 წლიდან აწარმოებს და მსოფლიოს მრავალ(40-ზე მეტ) ქვეყანაში ახდენს პროფესიონალური და სახლის ავტომატიზაციის პროდუქციის ექსპორტს. “ქინგ გეითს”-ის პროდუქცია გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით, საიმედოობით და პრაქტიკულობით. ექსპლუატაციის და სერვისის სიმარტივე “ქინგ გეითს”-ის პროდუქციას უმაღლეს რანგს ანიჭებს, ხოლო მსოფლიოში აღიარებული დახვეწილი იტალიური დიზაინი მას განსაკუთრებულ ესთეტიურობას და სილამაზეს სძენს.

“Rolls”

უხმაურო და საიმედო ავტომატიზაციაა ავტოფარეხის სექციური კარისთვის რომელსაც ღვედური გადაცემა გააჩნია, ხოლო ხარისხიანი კბილანები მის უსაფრთხო მუშაობას უზრუნველყოფს. ძრავის გასახსნელად საკმარისია ცენტრალური პანელის დატრიალება, ხოლო დეტალების სიმარტივე მას გამოყენებაში მარტივს და ინტუიტიურად გასაგებს ხდის. ინოვაციური დაკეტვის სისტემა უზრუნველყოფს მის მაქსიმალურ მოქნილობას ელექტროობის უეცარი გათიშვისას. ამ სისტემის მეშვეობით შესაძლებელია კარის დაკეტვა კაბელის ან პირდაპირ კარის სახელურით. სისტემა საშუალებას იძლევა კარის დაკეტვა-გაღება მოხდეს შეუჩერებლად ან დაიკეტოს და დარჩეს ასეთ მდგომარეობაში მის ხელახალ გაღებამდე.

“Book”

“ქინგ გეითს”-ის ინოვაციური ავტომატიზაცია ავტოფარეხის სექციური კარისთვის. მოდელები 600N და 1000N აღჭურვილია ღვედური გადაცემით და 6 ფოლადის ბაგირით, ხოლო მოდელები 600Led და 1000Led მათში ჩამონტაჟებული პლაფონებით ავტოფარეხის უკეთესი განათებისთვის. ძრავის სამაგრის 0-დან 90 გრადუსამდე დატრიალების ოფცია მისი მცირე ზომის ავტოფარეხებში დამონტაჟების საშუალებას იძლევა.

“Ovo”

“ქინგ გეითს”-ის ახალი პროდუქტი, რომელიც იდეალურია 9კვ.მ-მდე ავტოფარეხის სექციური კარების გაღება-დაკეტვისთვის. მისი ინსტალაცია მარტივია და მოკლე დროშია შესაძლებელი, ხოლო თუ ჭერზე ძრავის დამაგრაბის საშუალება არ არის იგი დგება 90 გრადუსიანი დატრიალებით ძრავის მიმმართველთან მიმართებაში. ძრავს გააჩნია სვლის შეზღუდვის კონტროლის მექანიზმი, რაც დამატებითი უსაფრთხოებაა და რომელიც უზრუნველყოფს კარის სამოძრაო გზაზე მცირედი დაბრკოლების გაჩენისას მის მყისიერ შეჩერებას და რევერსირებას.

Download Catalog