DACOMO LLC | გრაფიკული მომსახურება
5438
portfolio_page-template-default,single,single-portfolio_page,postid-5438,single-format-standard,ajax_updown_fade,page_not_loaded,
title

ფიქსირებული ტენტები

 

გრაფიკული მომსახურება

grafikuli momsaxureba

დახასიათება

ფიქსირებული ტენტები მთელს მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება კომერციული დანიშნულების ობიექტების უკეთესად წარმოჩენისთვის. მაღაზიები, სალონები, ბუტიკები, კაფე-ბარები თუ რესტორნები ფიქსირებულ ტენტებს იყენებენ როგორც ექსტერიერის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დეტალს, რომელიც ზრდის მათ ცნობადობას, ობიექტს ხდის უფრო მეტად მიმზიდველს და მომხმარებლისთვის საინტერესოს. გამომდინარე იქედან, რომ ფიქსირებული(უძრავი) ტენტები მზადდება რკინის ან ალუმინის კარკასისგან და მასზე გადაკრული აკრილის შემცველი წყალგაუმტარი ნაჭრისგან, სხვა(მოძრავი) ტენტებისგან განსხვავებით მათ შესაძლებელია მივანიჭოთ ნებისმიერი სირთულის ფორმა და მოვარგოთ რელიეფურ ან თუნდაც მომრგვალებული ფორმის კედელს. ფიქსირებულ ტენტებზე შესაძლებელია დატანილი იქნეს კომერციული ობიექტის ლოგო ან ტექსტი. ტენტის ზომა არ არის შეზღუდული გაბარიტებში და მზადდება როგორც პატარა(მცირე ზომის ფანჯრისთვის), ასევე დიდი ზომის(თუნდაც მთელი შენობის ფასადისთვის). ნაჭრების მრავალფეროვნება იძლევა საშუალებას მარტივად შეირჩეს  ბრენდის ფერი და დამზადდეს ექსკლუზიური და გამორჩეული უმაღლესი ხარისხის პროდუქტი.

გრაფიკული პროგრამები

სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელია წინასწარ მომზადდეს გრაფიკული ესკიზი, მაქსიმალურად მოერგოს ობიექტს და დამუშავდეს ყოველი დეტალი. სწორედ ამიტომ “დაკომო” იყენებს სპეციალურად ტენტების ვიზუალიზაციისთვის შექმნილ უახლეს პროგრამას, რომლის მეშვეობითაც მაქსიმალურად რეალისტურადაა შესაძლებელი ობიექტის ესკიზის შექმნა და დამუშავება. პროგრამაში თავმოყრილია დღესდღეობით ცნობილი და პოპულარული ტენტების ყველა ტიპი, ტენტის კარკასების ფორმები და ტექნიკური დეტალები. ასევე გთავაზობთ სამგანზომილებიანი და ვექტორული გრაფიკის მეშვეობით ნებისმიერი ექსკლუზიური ტენტის ფორმის შექმნას და დამუშავებას.

წარწერა ტენტზე

კომერციული დანიშნულების ტენტების ერთ-ერთი უმთავრესი და მნიშვნელოვანი დეტალია წარწერა ტენტზე… იქნება ეს ლოგო, ტექსტი თუ უბრალოდ სლოგანი. კომერციული ტენტი არ არის მხოლოდ მზისგან საჩრდილობელი ან წვიმისგან დამცავი საშუალება, იგი ამავე დროს სარეკლამო აბრის, ბანერის როლსაც ასრულებს მაღაზიის, კაფე-ბარის თუ რესტორნის ექსტერიერის დიზაინში. “დაკომო” ტენტზე წარწერას განსაკუთრებული საღებავებით ახდენს. საღებავი პირდაპირ ნაჭერზე დაიტანება და გაშრობის შემდეგ საიმედოდ და დიდხანს ინარჩუნებს პირვანდელ სახეს. იგი არ ძვრება სხვა ტიპის დასაკრავი საშუალებების მსგავსად და იდეალურად უძლებს ნებისმიერ გარე ზემოქმედებას.