DACOMO LLC | აფრისებრი ტენტები
5549
portfolio_page-template-default,single,single-portfolio_page,postid-5549,single-format-standard,ajax_updown_fade,page_not_loaded,
title

ტექსტილის არქიტექტურა

 

აფრისებრი ტენტები

afrisebri

დახასიათება

აფრისებრი ტენტები” სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება მთელს მსოფლიოში. გამოყენების სიმარტივით და ფუნქციური მრავალფეროვნებით ისინი თამამად უწევენ კონკურენციას სტანდარტულ ტენტებს და სხვა საჩრდილობელ სისტემებს. “აფრისებრი ტენტები”-ს ესთეტიური მხარე იმდენად მიმზიდველია, რომ ისინი ფაქტიურად ნებისმიერ გარემოს შეიძლება შეუხამოთ და მათი მეშვეობით კიდევ უფრო ლამაზი და დახვეწილი გავხადოთ იგი. “დაკომო” გთავაზობთ როგორც მოძრავ ასევე სტანდარტულ, გაჭიმულ აფრისებრ ტენტებს. მათი ფორმა შესაძლებელია იყოს სამკუთხა, ოთხკუთხა ან მრავალკუთხა. მოძრავი “აფრისებრი ტენტები” შეიძლება აიკეცოს და ნაჭერი დაეხვიოს მილზე, ხოლო უძრავი უბრალოდ ბოძებს შორის გაიჭიმოს და საიმედოდ დაჩრდილოს ადგილი სადაც გვინდა შევიქმნათ სიმყუდროვე და სასიამოვნო, მშვიდი გარემო.

ქსოვილი

უმაღლესი ხარისხის ესპანური და იტალიური წარმოების ქსოვილი წყალგაუმტარია, ცეცხლის მიმართ მდგრადია(არ ვრცელდება მთელ ქსოვილზე), შეიცავს აკრილის მინარევს და უნიკალური ქიმიური შემადგენლობის ხარჯზე არ ხუნდება, არ იცვლის ფერს, არ ობდება და არ ლპება მრავალი წლის განმავლობაში.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ქსოვილების მრავალფეროვანი კოლექცია თავისუფალი არჩევანის საშუალებას იძლევა და შესაბამისად შერჩეული მოდელის ტენტიც მაქსიმალურად არის შესაძლებელი ზუსტად მიუსადაგოთ ექსტერიერს.

კონსტრუქცია

აფრისებრი ტენტები“-ს კონსტრუქცია მარტივია, ისინი იჭიმება ბოძებს შორის, რომლებიც თავის მხრივ საიმედოდ არის ჩამაგრებული სხვადასხვა ტიპის ზედაპირში ან ღრმად არის ჩაფლული მიწაში. ბოძები დამზადებულია მეტალისგან, შეღებილია უმაღლესი ხარისხის საღებავით ან ქრომირებულია. ბოძებზე განთავსებული მართვის მექანიზმი საშუალებას გვაძლევს ვმართოთ “აფრისებრი ტენტი”, გავშალოთ, ავკეცოთ ან სიმაღლე შეუცვალოთ მის რომელიმე მხარეს, რითაც წარმატებით მოვიგერიებთ მზის მწველ სხივებს. “აფრისებრი ტენტები”-ს მართვა შესაძლებელია როქორც მექანიკურად, ასევე ძრავის და დისტანციური პულტის მეშვეობით.