DACOMO LLC | არქიტექტურული მემბრანები
5473
portfolio_page-template-default,single,single-portfolio_page,postid-5473,single-format-standard,ajax_updown_fade,page_not_loaded,
title

ტექსტილის არქიტექტურა

 

არქიტექტურული მემბრანები

membranebi

დახასიათება

ტერმინი “ტექსტილის არქიტექტურა“, ისევე როგორც არქიტექტურის ეს მიმართულება, სულ უფრო მეტად ხდება პოპულარული მთელს მსოფლიოში. აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენების სფერო ძალზედ სწრაფად ფართოვდება და მოიცავს არა მარტო კაფე-ბარების და ავტოპარკინგების გადახურვებს, არამედ მასშტაბურ პროექტებს და გრანდიოზული კონსტრუქციების მშენებლობას, რომლებიც ტექსტილის მემბრანებითაა დაფარული. ჩვეულებრივ “ტექსტილის არქიტექტურა” გულისხმობს ორგანულ, სინუსოიდალურ ფორმებს, რაც თავის მხრივ პროექტების ასეთ არქიტექტურულ გადაწყვეტას მეტად ელეგანტურსა და ამბიციურს ხდის.

ტექსტილს ადამიანი საუკუნეების მანძილზე წარმატებით იყენებს საქმიანობის სხვადასხვა სფეროში. არქიტექტურაში იგი შედარებით ახალი ელემენტია, მაგრამ ამასთანვე ძალზედ მიმზიდველი და ქარიზმატული. უახლესი ტექნოლოგიები და მასალები, რომლებიც გამოიყენება ტექსტილის მემბრანების სტრუქტურებში ძირითადად ეყრდნობა ისეთ ინჟინრულ პრინციპებს, რომლებიც კაცობრიობისთვის უკვე ათასობით წელია ცნობილი, მაგრამ ამასთან თანამედროვე არქიტექტურაში მათ შემოაქვთ ფუტურისტული სიმსუბუქე და სივრცის მრავალწახნაგობა.

ქსოვილი

უმაღლესი ხარისხის ესპანური და იტალიური წარმოების ქსოვილი წყალგაუმტარია, ცეცხლის მიმართ მდგრადია(არ ვრცელდება მთელ ქსოვილზე), შეიცავს აკრილის მინარევს და უნიკალური ქიმიური შემადგენლობის ხარჯზე არ ხუნდება, არ იცვლის ფერს, არ ობდება და არ ლპება მრავალი წლის განმავლობაში.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ქსოვილების მრავალფეროვანი კოლექცია თავისუფალი არჩევანის საშუალებას იძლევა და შესაბამისად შერჩეული მოდელის ტენტიც მაქსიმალურად არის შესაძლებელი ზუსტად მიუსადაგოთ ექსტერიერს.

კონსტრუქცია

არქიტექტურული მემბრანები“-ს გასაჭიმად პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპის კონსტრუქციის გამოყენებაა შესაძლებელი, იქნება ეს უმარტივესი ორი ან სამი ბოძი ან კედელი, თუ სპეციალურად შექმნილი მორკალული რთული კონსტრუქციის ფერმების კომბინაცია. “არქიტექტურული მემბრანები”-სთვის სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაში ხდება კონსტრუქციის გათვლა, მისი სიმყარის და გამძლეობის დაანგარიშება და შემდეგ პროგრამაშივე მათზე მემბრანების მორგება. ასევე წინასწარ გაითვლება ნებისმიერი დეტალი, რაც მეტალის კარკასის მონტაჟთან არის დაკავშირებული, რათა თავიდან იქნეს აცილებული მცირედი უზუსტობაც კი. კონსტრუქცია იღებება უმაღლესი ხარისხის ანტიკოროზიული საღებავით. შეიძლება ითქვას, რომ ტექსტილის არქიტექტურის მრავალფეროვნების გამო, თითქმის არ არსებობს ერთნაერი, სტანდარტული კონსტრუქცია და ყოველი მათგანი გრანდიოზული, თუ მარტივი კომპოზიციის განუმეორებელი კომპონენტია.