DACOMO LLC | სერვისი
3771
page-template-default,page,page-id-3771,ajax_updown_fade,page_not_loaded,
title

სერვისი

 

A2

კონსულტაცია

    კონსულტაცია მოიცავს უფასო მომსახურებას, რომლის დროსაც ხდება კლიენტის ინფორმირება ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქციის თავისებურებებზე, მახასიათებლებზე, ტექნიკურ მხარესა და დეტალებზე. კონსულტაცია შესაძლებელია ტელეფონით: 2203536; ფეისბუკ გვერდზე: facebook.com/dacomo.llc, ელ-ფოსტის მეშვეობით: info@dacomo.ge, ადგილზე ზომების აღებისას ან ჩვენს ოფისში მისამართზე: თბილისი, ნ. ვაჩნაძის ქ. # 9

აზომვითი სამუშაოები

          აზომვითი სამუშაოები ტარდება გამოცდილი და კვალიფიციური პერსონალის მიერ უშუალოდ ობიექტზე, სადაც ხდება სასურველი პროდუქციის ზომების, კონფიგურაციის, ყველა სხვა მახასიათებლის და ტექნიკური დეტალის დამკვეთთან შეთანხმება. აზომვითი სამუშაოების ჩატარება შესაძლებელია გამოძახების მიღების ან გამოძახების მიღების მეორე დღეს.

A5

A3

დიზაინი და პროექტირება

          3D მოდელირება ჩატარებული აზომვითი სამუშაოების შემდეგ ხდება დამკვეთის მიერ შერჩეული პროდუქციის დიზაინის და ტექნიკური მხარის გრაფიკულ პროგრამებში დამუშავება. ყოველი დეტალის და ნიუანსის დამკვეთთან შეთანხმების შემდეგ მიიღწევა რა სასურველი შედეგი ხდება შეკვეთის გაფორმება და პროდუქციის წარმოებაში ჩაშვება. დამკვეთთან ფორმდება ხელშეკრულება და თანხმდება შეკვეთის შესრულების სასურველი თარიღი.

სამონტაჟო სამუშაოები

          სამონტაჟო სამუშაოები იგეგმება დამკვეთთან სასურველი თარიღის შეთანხმებით. ჩვეულებრივ მონტაჟი ხდება პროდუქციის შეკვეთიდან და თანხის გადახდიდან სამ-ოთხ დღეში. მონტაჟის ვადა შეიძლება შეიცვალოს არჩეული პროდუქციის ტიპის და მონტაჟისთვის საჭირო დამატებითი სამუშაოების ჩატარების გამო.

A4

A2

საგარანტიო მომსახურება

         საგარანტიო მომსახურება ითვალისწინებს ჩვენთან შეძენილი პროდუქციის საგარანტიო ვადაში აღმოჩენილი ხარვეზის თუ დაზიანების უფასო შეკეთება-შერემონტებას, ასევე ახლით შეცვლას(იმ შემთხვევაში თუ პროდუქციის აღდგენა-შერემონტება შეუძლებელია)

ფასიანი სერვისი

               ფასიანი სერვისი  – გულისხმობს გარანტიის შემდგომ მომსახურებას, რაც ითვალისწინებს პროდუქციის შეკეთებას განსაზღვრული ანაზღაურების სანაცვლოდ(თითოეული ასეთი მომსახურება ფასდება ინდივიდუალურად), ფასიანი სერვისი ითვალისწინებს ასევე ფასიან სამონტაჟო სამუშაოებს, რაც გულისხმობს ჩვენი კომპანიის მიერ შემოთავაზებული პროდუქციის მსგავსი პროდუქციის მონტაჟს და გამართვას.

 Two-Installers