DACOMO LLC | ჩვენ
3860
page-template-default,page,page-id-3860,ajax_updown_fade,page_not_loaded,
title

ჩვენ

 

             კომპანია დაკომო დაარსდა 2014 წლის მარტში. ჩვენ გავერთიანდით საერთო იდეის გარშემო, რაც გულისხმობს ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი ადგილობრივი მწარმოებელი ფირმის შექმნას, ჩამოყალიბებას და ღირსეულად განვითარებას.

            ჩვენ ვცდილობთ დავიმკვიდროთ საიმედო და კვალიფიციური კომპანიის სტატუსი, მოვიპოვოთ მომხმარებლის ნდობა და გავხდეთ ცნობადი ბრენდი, სწორედ ამიტომ ვემსახურებით სამ ძირითად პრინციპს, ესენია: სამართლიანობა, ხარისხი, თანამედროვეობა. ამასთან ერთად ჩვენ  მაქსიმალურად ვცდილობთ საკუთარი ძალებით, დიდი მონდომებით და ენთუზიაზმით შევქმნათ ის, რაც მომავალში გადაიქცევა ქართული ბიზნესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელად და სხვა ძლიერ კომპანიებთან ერთად განავითარებს საქართველოს ეკონომიკას და ამით სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მცხოვრებს.